"ვაპირებ საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშაო.ახლობლების დახმარებით მოედანზე, რაც შეიძლება მალე დავბრუნდები და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ.
რაღაც დროის მონაკვეთი იმისთვის დამჭირდა, რომ ოპერაციის შემდეგ უბრალოდ აზრზე მოვსულიყავი. ახლა ფეხის გამოჯანმრთელებას უნდა მივხედო. მოუთმენლად ველი მოედანზე დაბრუნების მომენტს", - თქვა ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ ექიმების ვარაუდით დავიდ ვილია 4-5 თვეს გამოტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ევრო-2012-ზე ვერ ითამაშოს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით