"ბარსამ" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" გლების იჯარით აყვანა შესთავაზა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ალექსანდრ გლებისთვის ახალ კლუბს ეძებს. მიმდინარე წელს ბელორუსი ფეხბურთელი იჯარის წესით "ვოლფსბურგში" გამოდიოდა, მაგრამ "მგლებმა" ხელშეკრულება არ გაუგრძელეს. ახლა "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი ალბათ, ინგლისში დაბრუნდება, სადაც მისი აყვანით "ქუინზ პარკ რეინჯერსია" დაინტერესებული.

კატალონიელები არათუ წინააღმდეგნი არ არიან ხსენებული ტრანსფერის, არამედ ჰავბეკის გაშვების სურვილი თავად გამოთქვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული