კაკა: ბრაზილიაში თუ დავბრუნდები, "სან პაოლოში" ვითამაშებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ განაცხადა, რომ თუ კარიერის დასასრულს სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს "სან პაოლოში" თამაშს ისურვებდა, რომლის აღზრდილიცაა.

"უახლოეს ხანში "რეალიდან" წასვლას არ ვაპირებ. მაგრამ თუ მომავალში სამშობლოში დავბრუნდი, უპირატესობას "სან პაოლოს" მივანიჭებ", - თქვა კაკამ.

კაკამ "სან პაოლოში" თამაში 2001 წელს, 18 წლის ასაკში დაიწყო. პირველივე სეზონში 27 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. მეორე სეზონში 22 მატჩში 10 გოლით გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული