"პრეტენდენტთა სამეულში მართლაც საუკეთესოები არიან, თუმცა მსურს ჯილდო რომელიმე ჩემმა პარტნიორმა მოიპოვოს.
სეზონის მეორე ნაწილი ძალიან საინტერესო იქნება. გუნდმა კარგად უნდა დაისვენოს, რომ პრიმერაში ახალი ბრძოლებისთვის მზად იყოს.
რაც შემეხება მე, დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გავატარებ. ამ ეტაპზე ვისვენებ და ფეხის მცირე ტრავმის მოშუშებას ვცდილობ", - თქვა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მოპოვების პრეტენდენტები ლიონელ მესი, ჩავი ერნანდესი და კრიშტიანო რონალდო არიან.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით