კატალონიური გუნდის ვარჯიშის ნახვა ყველა მსურველს 5 ევროს სანაცვლოდ შეუძლია.
ამ მეთოდით "ბარსელონას" ხელმძღვანელობა შემოსავლის გაზრდას გეგმავს, თუმცა თავად კლუბის თანამშრომლებისთვის ვარჯიშზე დასწრება უფასოა და მათ სამ-სამი მეგობრის ბაზაზე შეყვანის უფლებაც ექნებათ, რა თქმა უნდა, ასევე უფასოდ.