როგორც ირკვევა, ერთი თვის წინ გვარდიოლა როსელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გაგრძელებას შეპირდა. კლუბის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ თავად მწვრთნელსაც მოვლენების ამგვარი განვითარება სურს.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა თავის კონტრაქტს ყოველთვის ერთი სეზონით აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ როსელი და მისი წინამორბედი ჟოან ლაპორტა ყოველთვის უფრო ხანგრძლივი ვადით თანამშრომლობას ესწრაფვოდა. ამ საკითხზე გვარდიოლას საკუთარი აზრი აქვს - ის მიიჩნევს, რომ ერთწლიანი კონტრაქტი შესაბამისი სამუშაოსთვის უფრო მეტად განაწყობს და მოტივაციას უმაღლებს.