"ლევანტე" - პრინცად ქცეული ბაყაყი

AutoSharing Option
ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გუნდის გაბწყინება უბრალოდ კი არა ძალიან საკვირველია. "ლევანტემ" ყოველგვარი ლოგიკა უარყო - მოიგო 16-დან 9 მატჩი, მათ შორის ლიდერ "რეალთან". არადა, გუნდს წვრთნის ხუან იგნასიო მარტინესი, აქამდე არაფრით გამორჩეული სპეციალისტი.

რას ვწერდით აგვისტოში

"ლევანტესთან" დაკავშირებით, პროგნოზებში ჩვენ კი არა, ესპანური ფეხბურთის ყველა ექსპერტი შეცდა. ამიტომაც, სულაც არ გვრცხვენია, რომ აგვისტოში ამას ვწერდით: "თავად მარტინესმაც იცის, რომ ახალ სეზონში "ლევანტეს" გაუჭირდება.

ამიტომაც, ის გულშემატკივრებს მოთმინებას და მხარდაჭერას სთხოვს. ჩვენი დასკვნაც ასეთია - ლუის გარსიასა და ფელიპე
კაისედოს შეცვლა იოლი არ იქნება და "ლევანტე" ისევ აუტსაიდერებში ჩაეშვება. ვალენსიურ კლუბს პრიმერაში დარჩენისთვის გააფთრებული ბრძოლა მოუწევს", - აქ ამ :P სიცილაკის დასმა შეიძლებოდა...

სტატისტიკური მონაგარი

პირველი ორი საგარეო ფრის შემდეგ (რაც ასევე მოულოდნელი იყო) "ლევანტემ" მჭახედ "გაისროლა" - ჟოზე მოურინიოს "სამეფო კლუბი" მოინადირა. ხუან იგნასიოს გუნდი ამაზე არ გაჩერდა და 9 ტურის შემდეგ "ბაყაყებს" 7 მოგება და 2 ფრე! ამის შემდეგ "ლევანტეს" "რეინო დე ნავარაზე" დაუცდა ფეხი - ბოლო 7 მატჩიდან "ბაყაყებმა" 5 დათმეს, თუმცა იყო გამონათებაც - "სევილიასთან" გამარჯვება.

გაფრთხილება: 53
2 ყვითელი ბარათი: 1
წითელი ბარათი: 0
პენალტი (გატ): 2/2
პენალტი (გატ) ლევანტეს კარში: 2/1
საშუალო დასწრება: 16 000
დარტყმა (ზუსტი): 165 (57)
დარტყმა (ზუსტი) ლევანტეს კარში: 238 (81)
დარტყმის სიზუსტე: 34,5%
კუთხური: 77
თამაშგარე: 30
ჯარიმა (მათზე): 203 (221)

გოლები

6 ხუანლუ, კონე
4 სუარესი
3 ბარკერო
2 ნანო, ვალდო
1 ტორესი, ბალესტეროსი

საგოლე პასები

4 ბარკერო
3 კონე
2 ვალდო, ხუანფრანი
1 ფარინოსი, ვენტა, სუარესი, იბორა, არანდა

გაძევება

არავინ

გაფრთხილება

6 ბარკერო
5 ვენტა, იბორა, ხუანლუ
4 ბალესტეროსი, ნანო
3 ტორესი, სუარესი, ვალდო
2 ხუანფრანი, მუნუა, დელ ორნო
1 პალიარდო, არანდა, ელ ჟარი, ლოპესი, კონე, ფარინოსი

თამაშები

მეკარეები: გუსტავო მუნუა (16 თ), კეილორ ნავასი.
მცველები: სერხიო ბალესტეროსი (16), ვიქტორიანო "ნანო" რივასი (15), ხავი ვენტა (14), ხუანფრან გარსია (13), პედრო ლოპესი (7), ასიერ დელ ორნო (5), გუსტავო კაბრალი (1), ექტორ როდასი.
ნახევარმცველი: ვალმირო "ვალდო"ლოპესი (16), ხოსე ბარკერო (15), ხავი ტორესი (15), ვისენტე იბორა (15), ხუანლუ გომესი (14), ფრანსისკო ფარინოსი (11), მიგელ პალიარდო (5).
თავდამსხმელები: არუნა კონე (15), რუბენ სუარესი (15), კარლოს არანდა (9), ნაბილ ელ ჟარი (7), ველინგტონ სილვა.

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო, ბარკერო, ხუანლუ - კონე.
საუკეთესო ფეხბურთელი: სერხიო ბალესტეროსი - 16 თამაში, 1 გოლი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
4. ლევანტე 16 9 2 5 25-19 29

თარიღი მეტოქე ანგარიში
28 აგვისტო ხეტაფე (გ) 1:1
11 სექტემბერი რასინგი (გ) 0:0
18 სექტემბერი რეალი (შ) 1:0
21 სექტემბერი ვალეკანო (გ) 2:1
25 სექტემბერი ესპანიოლი (შ) 3:1
2 ოქტომბერი ბეტისი (გ) 1:0
16 ოქტომბერი მალაგა (შ) 3:0
24 ოქტომბერი ვილიარეალი (გ) 3:0
26 ოქტომბერი სოსიედადი (შ) 3:2
30 ოქტომბერი ოსასუნა (გ) 0:2
6 ნოემბერი ვალენსია (შ) 0:2
20 ნოემბერი ატლეტიკო (გ) 2:3
27 ნოემბერი სპორტინგი (შ) 4:0
3 დეკემბერი ბარსელონა (გ) 0:5
10 დეკემბერი სევილია (შ) 1:0
18 დეკემბერი გრანადა (გ) 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული