"როგორც ყოველთვის, აქ თამაში ძნელი იყო. პირველ ნახევარში უკეთესი თამაში გვმართებდა, რადგან 1:0-ს ვაგებდით. მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო.
"რეალთან" მატჩი? ჩვენს წყვილში მიმდინარე შედეგების მიუხედავად, ფავორიტი არ არსებობს. ჩვეულებრივად მოვემზადებით და შევეცდებით ნახევარფინალში გავიდეთ და თასი მოვიგოთ", - თქვა პიკემ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით