"ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონატის მოგებაა. ამაზე დიდ იმედს ვამყარებთ, თუმცა არც მეტოქეთა დაუფასებლობა ივარგებს.
რაც შეეხება ესპანეთის თასს… მანამდე "მალიორკასთან" შეხვედრაა. მასთან ვითამაშებთ, თასზე კი შემდეგ დავფიქრდებით", - განაცხადა კასილიასმა.
"რეალს" და "ბარსელონას" შორის ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩი 18 და 25 იანვარს გაიმართება.
მომზადებულია AS-ის მიხედვით