"უკვე აღარ მაღელვებს, რა ხდება "რეალში". ამჟამად კლუბში არ ვიმყოფები. ხორხე ვალდანომ, რომელიც "რეალში" ჩემი ყოფნის დროს სპორტული დირექტორი იყო, პოსტი დატოვა.
ხომ გახსოვთ, "სამეფო კლუბში" ვესლი სნეიდერი, კლას იან ჰუნტელაარი, არიენ რობენი და რაფაელ ვან დერ ვარტი რომ თამაშობდნენ. კლუბში მათ ისე ექცეოდნენ, როგორც "სენდვიჩებს". შეათბე, შეჭამე და შემდეგი აიღე. ასე არ შეიძლება...
მაგალითად, სნეიდერს "რეალის" დატოვება ნამდვილად არ სურდა. კაკაზე ცუდი რითაა?
შეგახსენებთ, რომ 24 წლის დრენტეს "რეალთან" კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. სავარაუდოდ, ფეხბურთელი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს.
მომზადებულია NUsport-ის მიხედვით