ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "სევილია" არჩია

AutoSharing Option
გუშინ "სევილიამ" ზამთრის სატრანსფერო სეზონის პირველი შენაძენი წარმოგვიდგინა - სეგუნდა დივიზიონის "კორდობადან" 22 წლის ნახევარმცველი ხავიერ ერვასი იყიდა.

ამბობენ, ერვასს "რეალი" ეპატიჟებოდაო, მაგრამ ფეხბურთელმა ანდალუსიაში დარჩენა არჩია. ბუნებრივია, მას თამაშის მეტი შანსი "სევილიაში" ექნება.

ხავი ერვასი "სევილიას" 1,2 მილიონი ევრო დაუჯდა, კონტრაქტი ხუთ-წლიანია. ამიერიდან, კლუბი, რომელიც ერვასის ყიდვას შეეცდება, "სევილიას" 25-მილიონიანი შეთავაზებით უნდა მიადგეს. სხვათა შორის, ერვასი სეზონს ისევ "კორდობაში" გააგრძელებს... იჯარით. ამ სეზონში ნახევარმცველმა 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული