უფროსი ძმა ესპანეთის ნაკრებში, უმცროსი -ბრაზილიაში

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველი რაფაელ ალკანტარა (რაფინია) ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის გრანდის პირველი გუნდის წევრის, ტიაგო ალკანტარას უმცროსმა ძმამ გადაწყვიტა, უარი თქვას მიწვევაზე.

რაფინიას უკვე უთამაშია ესპანეთის 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, დაელოდოს ბრაზილიელთა წინადადებას. შეგახსენებთ, რომ ტიაგო და რაფინია ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მაზინიოს შვილები არიან. ტიაგომ გადაწყვეტილება ესპანეთის სასარგებლოდ მიიღო, უმცროსმა ძმამ კი ბრაზილია არჩია.

რაფინია 18 წლისაა, სეგუნდა დივიზიონში მან 18 თამაშში 5 გოლი გაიტანა. "ოსპიტალეტთან" სათასო მატჩში კი "ბარსელონას" პირველ გუნდში
ჰქონდა დებიუტი, როცა თამაშის ბოლოსკენ სესკ ფაბრეგასი შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული