ჩავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში არბიტრები საკუთარი მოქმედებებით "ბარსელონას" ჩაგრავენ.
"მსაჯებს ძალიან რთული სამუშაო აქვთ. ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "რეალთან" ჩვენს დაპირისპირებას მილიონობით მაყურებელი ნახავს და მსაჯებს შეცდომის დაშვება არ ენდომებათ.
ფეხბურთში თამაშის ტემპი მუდმივად იზრდება და ვცდილობ, რომ ჩემს ფეხბურთელებს ეს გავაგებინო. თუმცა ვერ ავუკრძალავ იმის თქმას, რასაც ფიქრობენ. მათ კარგად იციან, რომ ამ წლების მანძილზე, რაც "ბარსას" ვხელმძღვანელობ, მსაჯობაზე არასდროს მისაუბრია. ძალიან ხშირად არც