"ესპანიოლისა" და მსაჯის გმირობანი

AutoSharing Option
ესპანიოლი-მირანდესი 3:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, ამატი, მორენო, დიდაკ ვილა (68. რუი ფონტე) - ფორლინი (76. ბაენა), რომარიკი - ვეისი, ვერდიუ, ტიევი - ა. ვასკესი (39. ალბინი).
მირანდესი (4-2-3-1): ნაუსეტი - გარმენდია, კანედა, კორალი, რ. გარსია - ირიბასი, მარტინსი - მუხიკა (67. ლამბარი), მუნეტა (64. ნაჩო გარო), ინფანტე - აროიო (75. ბლანკო).
გოლები: 0:1 აროიო (27), 0:2 ინფანტე (77), 1:2 ვეისი (85), 2:2 რუი ფონტე (87), 3:2 ვერდიუ (89)

ბილბაო-მალიორკა 2:0

გოლები: 1:0 ლორენტე (35), 2:0 მუნიაინი (59)

რეალი-ბარსელონა 1:2
რეალი
(4-3-3): კასილიასი - ჰამით ალთინთოფი, რიკარდო კარვალიო, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - ლ. დიარა (66. იოზილი), ჩაბი ალონსო, პეპე (80. გრანერო) - იგუაინი (66. კალიეხონი), ბენზემა, კრისტიანო რონალდო.
ბარსელონა (4-3-3): ხოსე პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი (86. ტიაგო ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (82. ადრიანო), მესი, ფაბრეგასი (88. კუენკა).
გოლები: 1:0 კრისტიანო რონალდო (11), 1:1 პუიოლი (49)
გაფრთხილება: პეპე, ფაბიო კოენტრაო, კალიეხონი, რიკარდო კარვალიო - პიკე, ბუსკეტსი, პუიოლი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 4-9 (2-5); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 80 000

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც "ესპანიოლის" სარეზერვო შემადგენლობამ თბილისის "დინამოსთან" ტესტმატჩში 0:2 წააგო, ბარსელონური კლუბის ძირითადი შემადგენლობა "კორნელიე ელ პრატზე" "სამეფო თასის" პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის სათამაშოდ გავიდა და კინაღამ დიდი სირცხვილიც ჭამა.

"ესპანიოლი" მესამე დივიზიონის (სეგუნდა ბ) "მირანდესს" ხვდებოდა და ვინ წარმოიდგენდა, რომ ბარსელონაში, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე წინ ლეონური კლუბი იქნებოდა? თუმცა პრიმერას ბინადარმა ბოლო ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და იმარჯვა - 3:2.

"ესპანიოლის" უპირატესობა კი აშკარა იყო, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელზე გოლი მის კარში გავიდა, თავი ალან აროიომ გამოიჩინა, ხოლო "სამეფო თასის" ამ გათამაშების ბომბარდირმა პაბლო ინფანტემ მეორეში სულაც 2:0 გახადა "მირანდესის" სასარგებლოდ. თამაშის დასრულებამდე 15 წუთიც არ რჩებოდა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ბოლოსღა გამოცოცხლდა, პირველი გოლი სლოვაკმა ვეისმა გაიტანა, შემდეგ შეცვლაზე შესულმა პორტუგალიელმა რუი ფონტემ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ჟოან ვერდიუმ გაიტანა, მას მერე, რაც "მირანდესის" დაცვას მიუტევებელი შეცდომა მოუვიდა.

ერთიცაა, ეს გმირული შემობრუნება არც იქნებოდა, რომ არა ცნობილი რეფერი მატეუ ლაოსი. ფიფას არბიტრმა ისე იმსაჯა, რომ "მარკამ" 10-ბალიანი სისტემით ერთიანი დაუწერა! მან ორი აშკარა პენალტი არ დაუნიშნა "მირანდესს" და ვეისის გოლისას თამაშგარე მდგომარეობა ვერ შენიშნა.

ვიტყვით ერთს, რომ ამ წყვილში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ საპასუხო შეხვედრაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული