ერიკ აბიდალი: მადრიდის "რეალს" პრესინგმა ვერ უშველა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი, ერიკ აბიდალი მადრიდის "რეალთან" (2:1) ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ძალიან კმაყოფილი იყო.

აბიდალის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, მეორე, გამარჯვების გოლი კი სწორედ ფრანგმა ფეხბურთელმა გაიტანა.

"თასის ფეხბურთელი ვარ. საფრანგეთში გოლი მხოლოდ თასის გათამაშებაში გავიტანე. ახლა კი იგივე ესპანეთშიც გავაკეთე.

"კლასიკოს" ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ჩვენ და "რეალი" ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობთ. მეტოქე, როგორც ყოველთვის, მოედანზე ამჯერადაც პრესინგის სათამაშოდ გამოვიდა, მაგრამ "ბარსამ" თავისი თამაში ითამაშა და დაჯაბნა.

დავსძენ, რომ ქვეყნის თასის გათამაშება ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა აბიდალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული