ქარიმ ბენზემა: გამარჯვებას საპასუხო მატჩში ვეცდებით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ აღიარა, რომ თამაში გაუჭირდა.

"ჩვენ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ვთამაშობდით და პეპე მოედნის ცენტრში ირჯებოდა. ის ამ პოზიციაზე ძლიერია, მაგრამ ასეთი სისტემით თამაშისას თავდამსხმელები იჩაგრებიან. რას იზამ, მსხვერპლი უნდა გაიღო.

პირველ ტაიმში "რეალმა" მთლიანობაში კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში კი გაგვიჭირდა. მეტოქის ფეხბურთელები ერთმანეთს გადაცემებს დაუსრულებლად უკეთებენ.

საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვეცდებით. "ბარსელონა" კარგი გუნდია, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას "რეალზეც", - განაცხადა ბენზემამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული