შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" კატალონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მოურინიო (მიმართავს სერხიო რამოსს გუნდის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების წინაშე) "პრესაში განცხადებებით ყველამ გამანადგურეთ".
რამოსი: "არა მწვრთნელო, თქვენ მხოლოდ იმას კითხულობდით, რაც პრესაში წერია და არა იმას, რაც სინამდვილეში ვთქვით".
მოურინიო: "აჰა გასაგებია, რადგან ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონები არიან, თქვენი მეგობარი-ჟურნალისტები გიცავენ... როგორც მეკარეებს".
იკერ კასილასი: "ჩვენთან
* * *
მოურინიო (რამოსს მიმართავს): "სად იყავი, როცა პირველი გოლი გაგვიტანეს".
რამოსი: "პიკეს ვფარავდი".
მოურინიო: "არადა პუიოლისთვის უნდა მიგეხედა".
რამოსი: "ისინი ადგილებს იცვლიდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ პარტნიორები გაგვეცვალა".
მოურინიო: "რაა? ახლა უკვე შენ ხარ მწვრთნელი?".
რამოსი: "არა, მაგრამ ზოგჯერ სიტუაციიდან გამომდინარე პოზიცია უნდა შეიცვალო. თქვენ ეს არ გეცოდინებათ, რადგან ფეხბურთი არასდროს გითამაშიათ".