Marca: "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ და სერხიო რამოსმა იჩხუბეს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა "Marca" "რეალისა" და "ბარსელონას" შორის ესპანეთის თასის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ "სამეფო კლუბის" თავკაცის ჟოზე მოურინიოსა და გუნდის ფეხბურთელებს შორის საუბრის დეტალებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" კატალონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მოურინიო (მიმართავს სერხიო რამოსს გუნდის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების წინაშე) "პრესაში განცხადებებით ყველამ გამანადგურეთ".

რამოსი: "არა მწვრთნელო, თქვენ მხოლოდ იმას კითხულობდით, რაც პრესაში წერია და არა იმას, რაც სინამდვილეში ვთქვით".

მოურინიო: "აჰა გასაგებია, რადგან ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონები არიან, თქვენი მეგობარი-ჟურნალისტები გიცავენ... როგორც მეკარეებს".

იკერ კასილასი: "ჩვენთან
წესია, ყველაფერი პირდაპირ ვთქვათ".

* * *
მოურინიო (რამოსს მიმართავს): "სად იყავი, როცა პირველი გოლი გაგვიტანეს".

რამოსი: "პიკეს ვფარავდი".

მოურინიო: "არადა პუიოლისთვის უნდა მიგეხედა".

რამოსი: "ისინი ადგილებს იცვლიდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ პარტნიორები გაგვეცვალა".

მოურინიო: "რაა? ახლა უკვე შენ ხარ მწვრთნელი?".

რამოსი: "არა, მაგრამ ზოგჯერ სიტუაციიდან გამომდინარე პოზიცია უნდა შეიცვალო. თქვენ ეს არ გეცოდინებათ, რადგან ფეხბურთი არასდროს გითამაშიათ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
იჩხუბეთ დაგიხოციათ ერთმანეთი:))
rezo dzodzuashvili
16:30 22-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული