ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალში" კლანები არ შემიქმნია და არც ამდენი პრობლემა გვაქვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის საპასუხო მატჩში აღნიშნა, რომ მის გუნდს ის პრობლემები არ აქვს, რომლის შესახებაც ესპანური პრესა წერს.

საუბარია გუნდში ფეხბურთელთა დაჯგუფებებსა და მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე.

"რეალში" კლანებს არ ვქმნი. დააკვირდით ჩემი ხელმძღვანელობით გუნდის შედეგებს: როდესაც "რეალს" სათავეში ჩავუდექი, ის ჩემპიონთა ლიგას ტრადიციულად 1/8 ფინალიდან ეთიშებოდა. ჩემი ხელმძღვანელობის პირველივე წელს კი ქვეყნის თასი მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით.

ამ დროისთვის იმ გუნდს ვუსწრებთ ხუთი ქულით, რომელსაც ბევრი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.
საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებულად გამოვდივართ. არ ნიშნავს ეს, რომ ყველაფერი არცთუ ცუდადაა?

მე არ ვფიქრობ, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული