ჟოზე მოურინიო: პეპე "ბარსელონასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ მცველ პეპეს თამაშზე უარის თქმას არ აპირებს.

ბოლო დღეებში პეპეს შესახებ ბევრს საუბრობენ, რაც ორი გრანდის პირველ მატჩში მისი საქციელითაა განპირობებული. პორტუგალიელი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში უხეშობით გამოირჩა. ამასთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდობდა, რომ მოურინიო პეპეს მადრიდში დატოვებას ამჯობინებდა.

"პეპე მოედანზე გამოვა, თუკი თავს კარგად იგრძნობს. მას გარკვეული პრობლემები აქვს. იგივე ეხება დიარასა და გრანეროს. რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, ამ სამი მოთამაშის თაობაზე ჯერ კიდევ არ გავრკვეულვარ.
ვნახოთ, როგორი იქნება მათი მდგომარეობა", - განაცხადა მოურინიომ.

რაც შეეხება "სამეფო კლუბის" ნახევარფინალში გავსლის შანსებს, მწვრთნელმა თქვა:

"რეალს" შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. მაგრამ ისიც ვიცით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. პირველი შეხვედრის შედეგიც მოგვეხსენება. "ბარსელონას" საკუთარი თამაში და პრინციპები გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები იცვლებიან. რთული მატჩი გველის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული