ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "მალაგა" დასაჯა

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "მალაგას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა.

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ "მალაგამ" "ოსასუნას" ნაჩო მონრეალის ფული დღემდე არ გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი "მალაგაში" ზაფხულში გადავიდა, ხოლო მისი ტრანსფერის ფასმა 6 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც "ოსასუნას" დღემდე არ მიუღია.

ფედერაციის სასჯელი კლუბს მაშინ მოეხსნება, როცა "მალაგა" ვალს ბოლომდე გადაიხდის. თავად "მალაგას" ხელმძღვანელობა ფულის გადახდის დაგვიანებას, კლუბის ბიუჯეტის დამტკიცების დროს გაჩენილი პრობლემებით ხსნის.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული