შეგახსენებთ, რომ 22 წლის მექსიკელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში კატალონიის "ბარსელონადან" 2008 წელს გადავიდა, "დეზების" რიგებში ფორვარდმა 30 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, დოს სანტოსი იჯარის წესით "იფსვიჩში", "გალათასარაისა" და "რასინგში" გამოდიოდა. მექსიკელით ადრე "სევილიაც" ინტერესდებოდა.
"მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და კარგად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელსაც სურს "ვილიარეალში" გადმოსვლა.
მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ველოდებით, რომ ყველაფერი ამ უქმეებზე გადაწყდება. ჩვენ გუნდს თავდასხმის ხაზში ბევრი ფეხბურთელი სჭირდება", -
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით