თუ ჟოზე მოურინიო წასვლას გადაწყვეტს

AutoSharing Option
"მარკას" მიერ აგორებულ სკანდალზე უკვე ვწერდით. ისიც ცნობილია, რომ "პარასკევის ჩხუბი" ორივე მხარემ (მწვრთნელი და ფეხბურთელები) უარყო, თუმცა ესპანურ მედიაში ბოლო დღეებში აშკარად იგრძნობა ჟოზე მოურინიოს საწინააღმდეგო განწყობა.

მათი ახალი ვერსია, რომელიც გუშინდელ ნომერში გაგაცანით, ასეთია - ჟოზე თავადაა  ამ სკანდალების აგორების ინიციატორი, რადგან მას ზაფხულში "რეალიდან" წასვლა უნდა. დაასახელეს მისი შესაძლო შემცვლელებიც, არსენ ვენგერიდან დაწყებული იოახიმ ლიოვით დასრულებული. მოკლედ, ახლა აქტუალური ეს ვერსიაა - ჟოზე ინგლისში გარბის და ამისთვის ნიადაგს ამზადებს.

თუმცა ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს ავიწყდებათ, როგორი ხელშეკრულება აქვს
გაფორმებული მოურინიოს სამეფო კლუბთან - თუკი პორტუგალიელი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე წასვლას გადაწყვეტს, მან კლუბს 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს კი მოურინიოს კალიბრის მწვრთნელისთვისაც ძალიან დიდი თანხაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული