არ ყოფილა პეპე დამნაშავე

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა იმსჯელა და სამეფო თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "რეალსა" და "ბარსელონას" შორის, პეპეს ქმედებაში განზრახ ჩადენილი დანაშაული ვერ ამოიკითხა.

შესაბამისად, "რეალის" პორტუგალიელი "ქილერი" სასჯელს გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა გადაწყვეტილება მატჩის არბიტრის მოხსენების მიხედვით მიიღო. შეგახსენებთ, რომ პეპემ წაქცეულ ლეო მესის ხელზე დააბიჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული