"კამპ ნოუზე" სასწაულები არ ხდება - წინ "ბარსელონა"!

AutoSharing Option
ვიდეო
მადრიდის "რეალმა" კატალონიაში წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის "ამოქაჩვა" კი მოახერხა, მაგრამ "ბარსელონას" გზიდან ჩამოცილებისთვის ძალა მაინც არ ეყო. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა მეოთხედფინალური "კლასიკოს" ორრაუნდიანი დაპირისპირება 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:2 წააგეს, რაც მათ "კაპ ნოუზე" აუცილებლად გატანას აიძულებდა. მართლაც, ჟოზე მოურინიოს გუნდმა არცთუ ურიგოდ დაიწყო და კარგადაც უტევდა. გამოსარჩევი დაახლოებით 30 მეტრიდან მესუთ იოზილის დარტყმა იყო - ბურთი ხარიხას მოხვდა და იქიდან ასხლეტილმა ლამის გადაკვეთა კარის ხაზი.

მაგრამ, პირველ ტაიმში გატანა მხოლოდ მასპინძლებს
ეწერათ. პედრო როდრიგესი, რომელმაც ტრავმირებული ანდრეს ინიესტა შეცვალა, იკერ კასილიასის კარი ლიონელ მესის პასით დალაშქრა, ტაიმის მიწურულს კი თავი დანიელ ალვეშმა გამოიდო, რომელმაც კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი სტუმართა კარის "ცხრიანში" "გაჭედა" - 2:0.

მოვლენათა ასეთი განვითარება ნებისმიერ გუნდს სულიერად გატეხავდა, ოღონდაც არა "რეალს" "კლასიკოში". მეორე ტაიმის შუაში იოზილმა კრიშტიანო რონალდო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. პორტუგალიელმა სისწრაფის ხარჯზე პინტოს აჯობა და ერთი ბურთი გაქვითა.

შემდეგ შეცვლაზე შემოსული ქარიმ ბენზემას ჯერი დადგა. ფრანგმა კარგად ისარგებლა "ბარსელონას" მცველების შეცდომით და მატჩის ანგარიშში წონასწორობა აღადგინა,  თუმცა, არა ორრაუნდიან დაპირისპირებაში.

შედეგად, "ბარსელონამ", ორი მატჩის ჯამში, 4:3 გაიმარჯვა და თასის ნახევარფინალში "ვალენსია"-"ლევანტეს" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოინდომაა ? მოინდომა კი არა ბურთი თავზე გადაახია ბარსას :) არ ვუარყოფ ბოლო წლებია ბარსა უფრო ძლიერია რეალზე, მაგრამ ეს თამაში რეალის იყო, ბარსა ძალიან ძლიერი გუნდია და მსაჯის დახმარება უბრალოდ არ უნდა სჭირდებოდეს.
shako
13:50 27-01-2012
0
სტაატიის "ობიექტურობაში" გეთანხმებით და იმაშიც რომ გუშინ რეალმა მოინდომა სუფთად და შემტევად ეტამაშა, მაგრამ...
ყოველთვის ეს მაგრამაა, რომ აკლდება რეალს ბარსას მოუგოს.. ვერაფრით ვხვდები, რატომ გამოხატავენ რეალის ფეხბურთელები და მწვრთნელიც ასეთ აგრესიას ბარსას ფეხბურთელების მიმართ?? მოდი ობიექტურად ვიმსჯელოთ და ვაღიაროთ რომ ბოლო 3-4 წლის მანძილზე ბარსელონა 2 ტავით მაღლა დგას რეალზე.. მე მაურინიოს ადგილზე საერთოდ უარს ვიტყოდბარსასთან თამაშზე:)) მოკლედ, რეალი ამ შემადგენლობით როგორც გუნდი დასახურია..
dimitri
17:27 26-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული