ლა ლიგის ისტორიაში პირველი ნახევრის ყველა დროის ბომბარდირი "რეალის" შემტევი კრიშტიანო რონალდოა. მან 23 გოლი გაიტანა და ერთით გააუმჯობესა თავისივე მიღწევა (2010/11 წლების სეზონი), ასევე "ბარსას" ლეგენდარული ფორვარდის, სესარის (1950/11 წლების სეზონი).
სათასო კლასიკოს შემდეგ გრანდებს ორ-დღიანი დასვენება შეხვდათ, მაგრამ იმისთვის არიან გრანდები, რომ რთულ სიტუაციაში გამოიჩინონ თავი: ლიდერ "რეალს" შედარებით იოლი დღე აქვს, ბოლოადგილოსან "სარაგოსას" მასპინძლობს,
სხვა თამაშებიდან კი კვირის ყველაზე გვიანდელ შეხვედრას გამოვყოფთ - ანდალუსიური დერბია, ფინანსურად წელგამართული, ვარსკვლავური "მალაგა" "სევილიას" მასპინძლობს, რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა პრიმერაში. არადა, ახლა ამ გუნდებს მე-9 (სევილია) და მე-10 ადგილები (მალაგა) უკავიათ. ადგილებზე ჩამოვარდა საუბარი და ბარემ ვიტყვით, მე-5-ადგილოსან "ესპანიოლსა" და ბოლოსწინა "სპორტინგს" შორის სხვაობა სულ 10 ქულაა.
"გრანადას" ახალ თავკაც აბელ რესინოს დებიუტი სევილიაში ექნება "ბეტისთან". დიეგო სიმეონეს ხელში მოკეთებული "ატლეტიკო" კი მორიგ გამოცდას ორშაბათს "რეინო დე ნავარაზე" ჩააბარებს. მესამეადგილოსანი "ვალენსია" კანტაბრიას ეწვევა"რასინგთან" გასაჯიბრებლად. ვფიქრობთ, ყველა მნიშვნელოვანი დაპირისპირება ჩამოვთვალეთ.
ტორტი მინდორზე
"სარაგოსა" გააფთრებით იბრძვის გადასარჩენად, აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" პოზიტიურის მიღწევის მინიმალური შანსი აქვს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ "რეალი" დაქანცული, ემოციადაცლილი და წაგებულია ("სამეფო თასი" ვერ შეინარჩუნა). "სარაგოსას" უკვე 12 თამაშია, არ მოუგია.
ჟოზე მოურინიოს კვლავ არ ეყოლება სამი ხედირა და ანხელ დი მარია. პორტუგალიელი ალბათ დაცვის ცენტრში ისევ სერხიო რამოსის და პეპეს წყვილს დააყენებს.
მართალია, რამოსი გააძევეს ოთხშაბათს, მაგრამ ის სულ სხვა ტურნირი იყო. მარსელო სასტარტოს დაუბრუნდება, მოურინიო ალბათ კალეხონს არჩევს კაკას, წინ დიდი შანსია, ქარიმ ბენზემამ ითამაშოს, რომელიც გონსალო იგუაინზე უკეთ გამოიყურება.
"მარკა" იუწყება, რომ მოურინიოსა და ესპანელ ფეხბურთელთა ბირთვს შორის დაპირისპირებაა, აი, ბაზაზე კი საწინააღმდეგო ამბები ხდება ხოლმე. ვარჯიშზე მისული იუბილარი პორტუგალიელი (49 წლის გახდა), ფეხბურთელებმა გააოცეს - მოედნის შუაში დიდი ტორტი მიართვეს. ტორტი კი გუნდის კაპიტნებმა იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა შემოიტანეს. სწორედ იმათ, მედიის თქმით, რომლებთანაც ყველაზე დიდი დაპირისპირება აქვს პორტუგალიელ სპეციალისტს.
მანოლო ხიმენესს თითქმის მთელი გუნდი ჯანმრთელად ჰყავს. ახალი მწვრთნელი ალბათ ახლახან შემატებულებს (აპონიო, დუიმოვიჩი, რუბენ მიკაელი) სასტარტოში ათამაშებს.
რეალი (სავარაუდო): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - დიარა, ჩაბი ალონსო - კალეხონი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
სარაგოსა (სავარაუდო): რობერტო - ობრადოვიჩი, და სილვა, ლანძარო, პარედესი - რუბენ მიკაელი, დუიმოვიჩი, აპონიო, ლაფიტა - ლუის გარსია - ელდერ პოშტიგა.
რიგითი, ვილიარეალის გადასარჩენად
ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ძვირი დაუჯდა სათასო გამარჯვება ორი მატჩის ჯამში. გუნდმა ოთხშაბათს ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი დაკარგა ტრავმების გამო. დავუმატოთ ამას აქამდე დამტვრეულები დავიდ ვილია, ანდრეუ ფონტასი და იბრაჰიმ აფელაი.
სათასო შეხვედრებში დასვენებული ვიქტორ ვალდესი ისევ "ბარსას" კარში ჩადგება, სავარაუდოდ, სასტარტოში ხავიერ მასკერანოსაც ვიხილავთ "ელ მადრიგალზე". სეიდუ კეიტა აფრიკის ერთა თასზე თამაშობს.
ხოსე მოლინას კი პირიქით, ტრავმამოშუშებულები უბრუნდებიან: მუსაჩიო, კამუნიასი, მარჩენა, ვაკასო...
სხვათა შორის, "ვილიარეალის" ბედით დიდად შეწუხებულია მისი ყოფილი ვარსკვლავი ხუან რიკელმე, რომელიც იძახის, რომ "წყალქვეშა ნავის" გადასარჩენად მზად არის უკან, ესპანეთში დაბრუნდეს.
"ბარსელონამ" "მადრიგალზე" ზედიზედ ბოლო სამი მატჩი მოიგო, მაშინ როცა "ვილიარეალი" ვილიარეალობდა, ახლა მით უფრო ფავორიტია, თუმცა დაღლა და ტრავმები მასპინძლებს შანსს აძლევს.
ვილიარეალი (სავარაუდო): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მუსაჩიო, გონსალო, ორიოლი - ბ. ვალერო, სენა, ბრუნო, კანი - რუბენი, ბაროსო.
ბარსელონა (სავარაუდო): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, მასკერანო, ბუსკეტსი - მესი, ფაბრეგასი, პედრო.
ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
დღეს
ესპანიოლი-მალიორკა 21:00
დისკვალიფიკაცია: ტისონე (მალიორკა)
ტრავმა: ა. ვასკესი, ს. გარსია, ალვარესი, მარკესი, მატიონი, პანდიანი (?) - ლაკრუსი
რაიო ვალეკანო-ბილბაო 21:00
დისკვალიფიკაცია: დე მარკოსი (ბილბაო)
ტრავმა: ლ. ბანგურა, პაჩეკო, ბრავო (?) - ოსიო, კასტილიო, გურპეგი, გაბილონდო, მუნიაინი (?)
რეალი-სარაგოსა 23:00
ტრავმა: ხედირა, დი მარია - მატეოსი, ტომასი (?)
ვილიარეალი-ბარსელონა 01:00
ტრავმა: როსი, ვაკასო (?), კატალა - ვილია, აფელაი, ფონტასი, სანჩესი, კეიტა, ინიესტა
ხვალ
ბეტისი-გრანადა 15:00
ტრავმა: ვადილიო, ამაია - რობერტო, დიახატე, სიკეირა (?)
ლევანტე-ხეტაფე 19:00
ტრავმა: ბარკერო, ხუანლუ, ვალდო, ნავასი - ლოპესი, პედრო ლეონი (?), უსტარი (?)
რეალ სოსიედადი-სპორტინგი 19:00
დისკვალიფიკაცია: ბარალი (სპორტინგი)
ტრავმა: დელა ბელა, ილარამენდი - სანგოი (?)
რასინგი-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: ალბელდა (ვალენსია)
ტრავმა: კოლსა (?), ფრანსისი (?) - კანალესი, პ. ერნანდესი, მადურო, გუაიტა (?)
მალაგა-სევილია 00:30
დისკვალიფიკაცია: ფასიო (სევილია)
ტრავმა: ხოაკინი, ბაპტიშტა, რუბენი (?) - პეროტი, არმენტეროსი, სპაჰიჩი (?), დელ მორალი (?)
ზეგ
ოსასუნა-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: დიეგო, გაბი (ატლეტიკო)
ტრავმა: მასუდი, სოლა, რუბენი, როვერსიო, იბრაჰიმა, ეჩაიდე - ა. ლოპესი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 19 16 1 2 67-18 49
2. ბარსელონა 19 13 5 1 59-12 44
3. ვალენსია 19 10 5 4 29-20 35
4. ლევანტე 19 9 4 6 25-22 31
5. ესპანიოლი 19 8 4 7 21-21 28
6. ოსასუნა 19 6 9 4 22-31 27
7. ბილბაო 19 6 8 5 27-23 26
8. ატლეტიკო 19 7 5 7 30-27 26
9. სევილია 19 6 8 5 20-20 26
10. მალაგა 19 7 4 8 22-28 25
11. ხეტაფე 19 6 6 7 20-25 24
12. ბეტისი 19 7 2 10 22-27 23
13. ვალეკანო 19 6 4 9 21-28 22
14. მალიორკა 19 5 7 7 17-24 22
15. სოსიედადი 19 5 6 8 17-27 21
16. რასინგი 19 4 8 7 15-23 20
17. ვილიარეალი 19 4 7 8 18-28 19
18. გრანადა 19 5 4 10 12-26 19
19. სპორტინგი 19 5 3 11 18-33 18
20. სარაგოსა 19 2 6 11 14-33 12
ბომბარდირები
23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 7 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).
ასისტენტები
13 - ანხელ დი მარია (რეალი); 9 - მესუთ იოზილი (რეალი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - დანი ალვეში (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ჩავი (ბარსელონა); 5 - არდა თურანი (ატლეტიკო), ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა).