შეგახსენებთ, რომ იტალიაში გადაბარგების შემდეგ, შვედმა თავდამსხმელმა "ბარსას" დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. კერძოდ, "იბრამ" თქვა, რომ გვარდიოლას მასთან ერთხელაც არ უსაუბრია.
თავის მხრივ, კეიტამ ამაში გასაკვირი ვერაფერი დაინახა და თქვა: "გვარდიოლასთან საუბრები არც მე მაქვს. ამ კლუბში იმისთვის ვარ, რათა გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო. სამაგიეროდ, გვარდიოლა მატჩის მსვლელობისას ყველას ესაუბრება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში იმ ფეხბურთელებს აყენებს, რომლებიც მოცემულ მომენტში საუკეთესონი არიან".