ჟოზე მოურინიომ სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა თავისი პოსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოს "რეალთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. მოუწევს თუ არა მწვრთნელს კლუბისთვის ხელშეკრულების გაწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

დავსძენთ, რომ მოურინიო "ჩელსის" 2004-დან 2007 წლამდე ედგა სათავეში, გუნდთან ერთად ორჯერ ჩემპიონის ტიტული, ინგლისის თასი, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო.

მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული