ზლატანის დანატოვარი

AutoSharing Option

სატრანსფერო სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონაში" საბოლოოდ გადაწყდა, ფეხბურთელები რა ნომრით ითამაშებდნენ ახალ სეზონში. ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ არის - ბოიან კრკიჩმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოთავისუფლებული 9-იანი აირჩია. ის ამ ნომრით თამაშობდა "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში, სადაც საოცრებებს სჩადიოდა. 15 წელია 9 ნომერი "ბარსას" აღზრდილ ფეხბურთელს არ ცმია, 15 წლის წინათ, ამ ნომრით ხორდი კრუიფი თამაშობდა. ბოიანი პირველ გუნდში ჯერ 27, შემდეგ კი 11 ნომრით ირჯებოდა.

კრკიჩის მიერ გამოთავისუფლებული 11 ნომრით ჟეფრენ სუარესი ითამაშებს, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლამ უთხრა, რომ ახალ სეზონში ისე

უნდა ათამაშდეს, როგორც შარშან ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობი პედრო. აქამდე ჟეფრენმა 20-ნომრიანი მაისურით ითამაშა, რომელიც ახლა არავის ეკუთვნის. რაფაელ მარკესის (4) და იაია ტურეს (24) ნომრები არავის აურჩევია. ჩიგრინსკის 14 ნომერი ადრიანომ დაისაკუთრა, ხოლო ანრის 14 - ხავიერ მასკერანომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული