მოკლედ, ამ საგანგაშო ფაქტებმა დაჩრდილა ის ამბავი, რომ "რეალმა" ამ სეზონში პირველად 7 ქულით ჩამოიტოვა კონკურენტი "ბარსელონა".
ბარსა-რეალობა
"რეალის" წარმატებას სათავე მესუთ იოზილის დიდებულმა თამაშმა დაუდო, "ახალი იოზილი" ასე უწოდეს გერმანელს ესპანურ პრესაში, მას შემდეგ, რაც მან შარშანდელი ფორმა აღიდგინა. "მარკამ" ასე დაასათაურა "რეალის" მატჩის მიმოხოლვა "ოზ-ს ჯადოქრობა". მოკლედ გერმანელი ტოპ-ფორმაშია. "სარაგოსასთან" მატჩში მცირე ტრავმები ჩაბი ალონსომ
"რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაითვალა და სიამაყით გამოაცხადა, რომ ყველაზე მეგოლე ფორვარდები "სამეფო კლუბს" ჰყავს ევროპის მოწინავე ლიგებში: გონსალო იგუაინს ყოველ 65 წუთში ერთხელ გააქვს, ხოლო კრიშტიანო რონალდოს ყოველ 75 წუთში ერთხელ. ლეო მესი მესამეზეა ყოველ 82 წუთში ერთი გოლით.
"მარკას" გამოკითხვაში, ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 51%-ს მიაჩნია, რომ ჩემპიონი "რეალი" გახდება, 49%-ის აზრით კი "ბარსელონა" ტიტულს შეინარჩუნებს.
"ბარსელონას" ბანაკი უკიდურესად აღაშფოთა ვიტიენეს ტეიშეირას მსაჯობამ "ვილიარეალთან" მატჩში, განსაკუთრებით კი თავი ლიონელ მესიმ გამოიდო. ეს რაღაც ახალია, რადგან აქამდე კატალონიელები მსაჯობაზე, არაფერს ამბობდნენ.
2 ქულის დაკარგვის მიუხედავად ხოსეპ გვარდიოლას არ დავიწყებია უკვე გაცვეთილი ფრაზის გამეორება, რაოდენ ამაყია ის თავისი ფეხბურთელებით, შემდეგ კი დაამატა, რომ "ბარსელონა" ტიტულისთვის უკანასკნელ ტურამდე იბრძოლებს, გუნდი არ აპირებს დანებებას, რომ ჯერ კიდევ დიდი დროა ფინიშამდე.
"ვილიარეალთან" მატჩი განსაკუთრებული იყო 20 წლის ფორვარდ კრისტიან ტელოსთვის, რომელმაც "ბარსელონას" ძირითად გუნდში ლა ლიგაში პირველი მატჩი გამართა.
მესი ვს რონი
ჩვენ "ტურნირში" ლეო მესი კრიშტიანო რონალდოს 12:10-ს უგებდა. ვნახოთ, ვინ ვის აჯობა მე-20 ტურში:
რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სარაგოსასთან" 3:1 მოგებულ თამაშში. მან 6-ჯერ დაარტყა კარისკენ, მხოლოდ ერთხელ ზუსტად და გაიტანა.
მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად 2-ჯერ იუხეშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
მესიმ 90 წუთი ითამაშა "ვილიარეალთან" 0:0 დასრულებულ მატჩში, სამჯერ დაარტყა კარისკენ, ერთხელ ზუსტად. მის წინააღმდეგ 2-ჯერ იუხეშეს.
პორტუგალიელმა მოიგო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა: 11:12.
ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 4-4-2
დიეგო ლოპესი (ვილიარეალი, 1) - ერნესტო გალანი (ესპანიოლი, 1), ბერნარდო სუნიგა (რასინგი, 2), გონსალო როდრიგესი (ვილიარეალი, 1), ერიკ აბიდალი (ბარსელონა, 4) - ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 2), კარლუშ მარტინში (გრანადა, 1), დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი, 1), მესუთ იოზილი (რეალი, 4) - არიც ადურისი (ვალენსია, 1), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო, 2).
ტურის რჩეულთა ნაკრებში 6 დებიუტანტია, ისინი პირველად მოხვდნენ ამ სეზონში სიმბოლურში. მათგან, ვინც გამოცემამ ამჯერად შეარჩია, ყველაზე ხშირად ნაკრებში მესუთ იოზილი და ერიკ აბიდალი ხვდებოდნენ - 4-4-ჯერ. იშვიათი შემთხვევაა, ამჯერად გუნდში არც ლეო მესია და არც კრიშტიანო რონალდო. ბასკი დავიდ ზურუტუზა მოედანზე სულ 4 წუთსა და 39 წამს იმყოფებოდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, სიმბოლურში მოსახვედრად, მან ხომ ამ მცირე დროში დუბლი შეასრულა!
ტურის გმირი
ფერნანდო ლორენტე (ბილბაო)
ესპანეთის ნაკრების ბასკმა ფორვარდმა ფაქტობრივად მარტომ მოუგო სტუმრად "რაიო ვალეკანოს", მან სამი გოლი გაიტანა.
ტურის ფრაზები
ლუსი მარტინი: "არ მესმის, რა აუცილებლობას წარმოადგენდა დუდუ ავატეს გაძევება. ამ მსაჯებმა სულ გარეკეს", - "მალიორკას" მწვრთნელის ასისტენტი "ესპანიოლთან" 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ.
მარსელო ბიელსა: "ჩვენ ისედაც ბევრი ვარსკვლავი გვყავს, რომელთა შეუძლიათ "რაიო ვალეკანოს" დამარცხება, ამიტომ ზოგი დავასვენეთ", - "ბილბაოს" თავკაცმა ასე ახსნა, რატომ არ ათამაშა ხავი მარტინესი "რაიო ვალეკანოსთან" 3:2 მოგებულ მატჩში.
ჟოზე მოურინიო: "სჯობს სულ დავივიწყოთ, რომ ჩვენ "ბარსელონას" 7 ქულით ვუსწრებთ, რაც მალე - მით უკეთესი", - "რეალის" თავკაცი ამ სეზონში გუნდის ყველაზე დიდ უპირატესობაზე ლა ლიგაში.
მანოლო ხიმენესი: "ასეთი განწყობით, ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ, რომ სეზონი ჰეფი ენდით დასრულდება", - "სარაგოსას" მწვრთნელი "რეალთან" 1:3 მარცხის, თუმცა კარგად თამაშის შემდეგ.
ლეო მესი: "არიან მსაჯები, რომლებიც არცხვენენ თავიანთ პროფესიას".
ჩავი: "წლეულს მსაჯები უფრო მეტად გვიფუჭებენ თამაშს".
მანუელ პრესიადო: "ვიცი, რომ მალე მომხსნიან, მაგრამ ლა ლიგაში "სპორტინგზე" უარესი რამდენიმე გუნდია", - "სპორტინგის" თავკაცი 1:5 მარცხის მერე.
უნაი ემერი: "მეორე სართულზე ძალიან გვიჭირს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა", - "ვალენსიას" თავკაცი "რასინგთან" 2:2-ის შემდეგ.
ტურის მხვერპლნი
დიდი ხანია, რაც ესპანეთში ასეთი ხიფათიანი ტური არ გამართულა. გუშინ ერთ ინციდენტზე, რომელიც "ანოეტაზე" მოხდა, მოგიყევით კიდევაც, თუმცა მხოლოდ ამით არ ამოწურულა.
დავუბრუნდეთ "რეალ სოსიედადისა" და "სპორტინგის" შეხვედრას - მე-5 წუთზე, როცა უკვე 2:0 იყო მასპინძელთა სათამაშოდ, საჰაერო დუელში დუბლის ავტორმა დავიდ ზურუტუზამ და ასტურიელთა ფრანგმა მცველმა გრეგორი არნოლინმა იბრძოლეს, ისინი შუბლებით შეასკდნენ ერთმანეთს და კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდნენ.
საბედნიეროდ, ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა კი ფეხბურთელებმა გვარიანად ანერვიულეს გულშემატკივარი და თანაგუნდელები. გრეგორის წარბზე შვიდი ნაკერი დაადეს. ზურუტუზას ცხვირი კი ნაწილებად დაიშალა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მას ჰიპუსკოას კლინიკაში ოპერაციას ჩაუტარებენ.
კვირის ბოლო მატჩში "მალაგამ" 2:1 აჯობა "სევილიას". ამ შეხვედრაში ძალიან ცუდად მოიქცა მასპინძელთა ტალანტი ისკო, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ძალიან უხეშად ჩაარტყა ფეხი ალვარო ნეგრედოს, რის გამოც წითელი ბარათიც იხილა. ალვარო სასწაულით გადაურჩა სერიოზულ ტრავმას, თუმცა მის ფეხზე დასაყენებლად მედიკოსებს დიდი შრომა მოუწია.
სანტანდერში "რასინგისა" და "ვალენსიას" მატჩში საჰაერო დუელი ძვირად დაუჯდა სტუმართა თურქ ნახევარმცველ მეჰმეთ თოპალს, მას პაპა დიოპი შეეჯახა. თოპალმა გონება დაკარგა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კონტუზიის დიაგნოზით. მეორე დღეს თურქი საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა გამორიცხულია, რომ "ბარსელონასთან" სათასო დაპირისპირებაში ითამაშოს.
იმავე მატჩში ევერ ბანეგამ საკმაოდ სერიოზული ტრავმა, რომ მიიღო, ხოლო "რაიო ვალეკანოს" ფორვარდმა რაულ ტამუდომ ხელი მოიტეხა და "ვილიარეალის" ფორვარდმა მარკო რუბენმა მხარი ამოიგო, უკვე "წვრილმანებია".
ტურის სტატისტიკა
(შენიშვნა: წუხანდელი მატჩის მონაცემები არ არის შესული)
29 გოლი ტურში (3,22 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 59 ყვითელი და 5 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).
დუბლი - არიც ადურისი (ვალენსია), დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 75 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 800 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - ბეტისი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 66% - რეალი, ბარსელონა
ესპანიოლი-მალიორკა 1:0
საუკეთესო: გონსალო კასტრო (მალიორკა)
რაიო ვალეკანო-ბილბაო 2:3
საუკეთესო: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო)
რეალი-სარაგოსა 3:1
საუკეთესო: მესუთ იოზილი (რეალი)
ვილიარეალი-ბარსელონა 0:0
საუკეთესო: დიეგო ლოპესი (ვილიარეალი)
ბეტისი-გრანადა 1:2
საუკეთესო: კარლუშ მარტინში (გრანადა)
რეალ სოსიედადი-სპორტინგი 5:1
საუკეთესო: დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი)
ლევანტე-ხეტაფე 1:2
საუკეთესო: მიგელ მოია (ხეტაფე)
რასინგი-ვალენსია 2:2
საუკეთესო: არიც ადურისი (ვალენსია)
მალაგა-სევილია 2:1
საუკეთესო: ველიგტონი (მალაგა)
ბომბარდირები: 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიჩუ (რაიო ვალეკანო).
ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 10 - მესუთ იოზილი (რეალი); 8 - ლეო მესი (ბარსელონა); 7 - დანი ალვეში (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ჩავი (ბარსელონა).
ზამორას ტროფეი: 0,6 გოლი მატჩში - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,95 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,1 - ხავი ვარასი (სევილია); 1,2 - გუსტავო მუნუა (ლევანტე); 1,24 - კრისტიან ალვარესი (ესპანიოლი); 1,25 - გორკა ირაისოსი (ბილბაო), ტონიო მარტინესი (რასინგი).
XX ტური
ოსასუნა-ატლეტიკო 0:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, სატრუსტეგი (77. ტიმორი) - პუნიალი (87. ლოლო), ნეკუნამი - სეხუდო (63. ნინო), რ. გარსია, ლამა - ლეკიჩი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი (78. პერეა), მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (80. სალვიო), ტიაგო, მ. სუარესი, არდა თურანი (87. დომინგესი) - ადრიან ლოპესი, ფალკაო.
გოლი: 0:1 გოდინი (39)
გაფრთხილება: ლეკიჩი, გარსია - ფალკაო, ტიაგო
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-11 (8-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 21 000
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 20 17 1 2 70-19 52
2. ბარსელონა 20 13 6 1 59-12 45
3. ვალენსია 20 10 6 4 31-22 36
4. ლევანტე 20 9 4 7 26-24 31
5. ესპანიოლი 20 9 4 7 22-21 31
6. ბილბაო 20 7 8 5 30-25 29
7. მალაგა 20 8 4 8 24-29 28
8. ხეტაფე 20 7 6 7 22-26 27
9. ოსასუნა 19 6 9 4 22-31 27
10. ატლეტიკო 19 7 5 7 30-27 26
11. სევილია 20 6 8 6 21-22 26
12. სოსიედადი 20 6 6 8 22-28 24
13. ბეტისი 20 7 2 11 23-29 23
14. ვალეკანო 20 6 4 10 23-31 22
15. მალიორკა 20 5 7 8 17-25 22
16. გრანადა 20 6 4 10 14-27 22
17. რასინგი 20 4 9 7 17-25 21
18. ვილიარეალი 20 4 8 8 18-28 20
19. სპორტინგი 20 5 3 12 19-38 18
20. სარაგოსა 20 2 6 12 15-36 12
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"