სანდრო როსელი: მიმდინარე სეზონში ესპანელი არბიტრეები სათანადო სიმაღლეზე ვერ დგანან

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მიმდინარე სეზონში არბიტრების მუშაობა გააკრიტიკა. თუმცა როსელს საფეხბურთო თემიდისთვის საბოლოო შეფასება არ მიუცია.

"მიმდინარე სეზონში არბიტრები სათანადო სიმაღლეზე ვერ დგანან. თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე საბოლოო შეფასებისგან თავს შევიკავებ.

რაც შეეხება "ბარსელონას" შედეგებს, ჩვენი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მოვლენები წარმატებულად ვითარდება. ექვსი ტიტულიდან სამი უკვე მოვიგეთ და დანარჩენების მოგების შანსსაც ვინარჩუნებთ.

მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, სეზონი შესაძლოა წარმატებულად მივიჩნიოთ. მაგრამ იმისათვის, რომ ის განსაკუთრებული გახდეს, მეტი მოგებებია აუცილებელი", - განაცხადა როსელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული