მესუთ იოზილი: მინდა კარიერა მადრიდის "რეალში" დავასრულო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ესპანურ პრესაში განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას თავის ახლანდელ კლუბში აპირებს.

აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბში" 23 წლის ფლეიმეიქერი 2010 წლიდან თამაშობს.

"მინდა კარიერა მადრიდის "რეალში" დავასრულო. მინდა ამ გუნდის მომავლის ნაწილი გავხდე. სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრი კონკურენციის არ მეშინია.

თუ ისე თამაშს გავაგრძელებთ, როგორც ბოლო დროს ვთამაშობთ, მიმდინარე სეზონში ვერავინ შეგვაჩერებს", - განაცხადა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული