გაისკა მენდიეტა: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი გაისკა მენდიეტა დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პოსტს დატოვებს და ძალებს სხვა კლუბში მოსინჯავს. მან ამის შესახებ Europa Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მისი ბარსელონური ციკლი ადრე თუ გვიან დამთავრდება. ხოსეპი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებას იღებენ. ვფიქრობ, როგორც პროფესიონალს მას ახალი გამოწვევები აინტერესებს.

სავარაუდოდ, გვარდიოლა გუნდს ზაფხულში დატოვებს, გამომდინარე იქიდან, როგორ განვითარდება მოვლენები სეზონის ფინიშზე. მოკლედ, ახლო მომავალში ხოსეპს ახალ კლუბში ვიხილავთ", - თქვა მენდიეტამ.

რაც
შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს კატალონიელთა ამჟამინდელი მწვრთნელი კარიერას, მენდიეტა იტალიას ასახელებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობის დროს გვარდიოლა იტალიაში "ბრეშასა" და "რომას" ღირსებას იცავდა.

ასევე მენდიეტამ დასძინა: "ხოსეპი საფეხბურთო სამყაროს დეტალურად იცნობს და მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული