კაცი, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" სამ სეზონში 6 ტიტული მოიგო, შეწყვეტილი მისიის დასასრულებლად ბრუნდება. ამჯერად, მოურინიო ერთი, მთავარი პირობით ბრუნდება ალბიონზე - აბრამოვიჩი აღარ ერევა სამწვრთნელო საქმიანობაში და ჟოზეს ამ საკითხში სრული თავისუფლება აქვს.
"მან კარგად იცის, რომ
მაგრამ სანამ დაბრუნებას დათანხმდება, ჟოზე აბრამოვიჩს ეტყვის: რომან, თქვენ ხართ მფლობელი, მაგრამ ბოსი აქ მე უნდა ვიყო. მოდი, ერთად ვიმუშავოთ და მივიღებთ ბრწყინვალე შედეგს", - ეს უცნობი წყაროს კომენტარია.
2007 წლის მერე აბრამოვიჩმა ვინ არ სცადა, მაგრამ ჟოზეს შემცვლელები (ავრამ გრანტი, ლუიშ ფილიპე სკოლარი, გუუს ჰიდინკი, კარლო ანჩელოტი და ახლა ანდრე ვილაშ-ბოაში) მის შედეგებს ვერც კი მუახლოვდნენ.
ვილაშ-ბოაშის აზრით
ამ სკანდალური მასალის შემდეგ ინგლისელი ჟურნალისტები აზრს თავად "ჩელსის" თავკაცს დაეკითხნენ. ანდრე ვილაშ-ბოაში არ მალავს, რომ თუ ზაფხულში ჟოზე მოურინიო "რეალს" დატოვებს, ყოველი მენეჯერი, რომელიც პრემიერლიგის რომელიმე ტოპკლუბს უდგას სათავეში, ყველგან მის ჩრდილს დაინახავს.
"მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და თავად მინახავს, რამდენი კლუბი ინტერესდებოდა მისიYთ. ასე რომ, თუ ის "რეალიდან" წავა, ნებისმიერი გრანდი დაინტერესდება. ამ პრინციპით, ყველანი, მე, მანჩინი, ფერგიუსონი, დალგლიში... წნეხის ქვეშ ვიქნებით", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა, რომელიც ერთ დროს ჟოზეს თანაშემწე იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"