"ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი სახიფათო ეპიზოდი შევქმენით, მაღალ ტემპში ვთამაშობდით, თუმცა მეორე გატანილი გოლის შემდეგ თავს მშვიდად ვერ ვგრძნობდით.
"ბარსელონამ" ერთი ბურთის სხვაობით მოიგო, მაგრამ ფრედ რომ გვეთამაშა, უცნაური იქნებოდა. გუნდმა ხომ ამდენი საგოლე მომენტი შექმნა. როდესაც მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ერთი ბურთის სხვაობით იგებ, დაცვაში კარგად უნდა ითამაშო.
მინდა მადლობა გადავუხადო იმ 53 ათას მამაც გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოვიდა", - ცივი ამინდი იგულისხმა გვარდიოლამ.