მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ბუსკეტსმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა მიიღო, რომელსაც ნაკერები უნდა დაადონ.
ესპანელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ბუსკეტსი ესპანეთის თასისა და პრიმერას უახლოეს მატჩებში "ბლაუგრანას" ვერ დაეხმარება.