"ბარსელონა" რობინ ვან პერსის შეძენას არ აპირებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტოლომეომ ესპანურ პრესაში გაჩენილი ინფორმაცია, თითქოს კლუბი ლონდონის "არსენალის" ლიდერ რობინ ვან პერსის შეძენას გეგმავს, უარყო.

"ვან პერსისთან მოლაპარაკებები არ გვქონია. ეს უბრალოდ ჭორებია, რომლებიც გაზეთებში ხშირად ჩნდება. არც "არსენალს" დავკავშირებივართ და არც მოთამაშის აგენტს.

ახლა, ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე გვაქვს ყურადღება გადატანილი და არა ტრანსფერებზე", - განაცხადა ბარტოლომეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული