ინიესტამ, ბუსკეტსმა და პედრომ ინდივიდუალურად ივარჯიშეს
AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი და პედრო როდრიგესი "ბლაუგრანას" მორიგ ვარჯიშზე ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ. ამის შესახებ კატალონიელთა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ინიესტა, პედრო და ბუსკეტსი განაგრძობენ ტრავმების მოშუშებას. ამას გარდა, გუნდისგან ცალკე, სატრენაჟორო დარბაზში ლიონელ მესი ვარჯიშობდა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის თასზე "ვალენსიასთან" საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს 8 თებერვალს გამართავს.