ესპანეთის თასი. 1/2 ფინალი: ბილბაოს "ატლეტიკი" ფინალშია, "ბარსელონა"?

AutoSharing Option
კოპა დელ რეი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩები
ბილბაო-მირანდესი 6:2 (2:1)
გოლები: 1:0 მუნიაინი (11), 2:2 სუსაეტა (14), 3:0 აურტენეჩე (23), 3:1 ბლანკო (58), 4:1 ფ.ლორენტე (71), 5:1 ფ.ლორენტე (75), 5:2 ბლანკო (86), 6:2 კანედა (88.ს.კ.)


დღეს
ბარსელონა-ვალენსია 00:00 (1:1)

8 თებერვალს "კამპ ნოუზე" "სამეფო თასის" მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა - ვინ დაუპირისპირდება "ბილბაოს", "ბარსელონა" თუ "ვალენსია"?

პირველი ნახევარფინალური მატჩის შედეგის გათვალისწინებით "ბარსელონა" აშკარა ფავორიტია, რადგან გუნდმა "მესტალიაზე" 1:1 ითამაშა, ლეო მესის პენალტი რომ გაეტანა, სულაც მოიგებდა.

რა თქმა უნდა, სერხიო ბუსკეტსის
თამაში ძალზე საეჭვოა - მას ხომ "რეალ სოსიედადთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მუხლზე 15 ნაკერი დაადეს. არ იქნებიან ანდრეს ინიესტა, პედრო და დავიდ ვილია. კრისტიან ტელიომ გვარდიოლას თავი მოაწონა, ამიტომ 20 წლის ფორვარდი ალბათ შეინარჩუნებს სასტარტოში ადგილს.

ჟონასი და ევერ ბანეგა "ატლეტიკოსთან" სასტარტოში არ ყოფილან, თუმცა უნაი ემერი მათ აუცილებლად დააბრუნებს 11-ეულში.

"ლოს ჩეს" ფინალში მოსახვედრად გმირობა მართებს, თანაც აუცილებლად უნდა შეუტიოს, რადგან კარლეს პუიოლის გოლის წყალობით 0:0 "ბარსას" სასარგებლო ანგარიში იქნება. სტატისტიკა "ვალენსიას" საწინააღმდეგოა - ამ გუნდმა ბოლო 9 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო, "კამპ ნოუზე" კი 8 წელია არ იცის გამარჯვების სიხარული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული