ხოსეპ გვარდიოლა: კარგია, რომ შინ ვთამაშობთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს "ვალენსიასთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში რთული დაპირისპირება ელის.

"მესტალიაზე" გამართული პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველოდება. არა მგონია, მატჩის ბედი უკვე მეოცე წუთისთვის გადაწყდეს. ამიტომ ჩემს მოთამაშეებს ვთხოვ, კონცენტრაცია ბოლომდე შეინარჩუნონ.

უნდა ითქვას, რომ "ბარსელონა" ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ბევრად უკეთესში, ვიდრე ხალხს ჰგონია. ყოველ შემთხვევაში მე ჩემს გუნდს ასეთად ვხედავ.

ნახევარფინალის საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე რომ ვთამაშობთ,
ძალიან კარგია. როდესაც ტურნირი იწყებოდა, ასეთი სცენარი ძალიან მინდოდა", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული