ქვეყნის მესამე ეშელონის გუნდი 2:6-ის მიუხედავად "სან მამესს" ამაყი ტოვებდა - ბურგოსელებმა საქმენი საგმირონი, მანამდე მოამთავრეს, ბასკურ გოლიათს კი ფეხბურთს ეთამაშნენ და სამართლიან ბრძოლაში დამარცხდნენ. ორი მატჩის ჯამში სხვაობა ვეებერთელაა - 8:3, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა, აუგი თქვას "მირანდესზე"?
მარსელო ბიელსას გუნდი კი ხარისხიანი ფეხბურთით გვახარებს, საქმე მხოლოდ "სამეფო თასის" ფინალში გასვლაც არაა. არგენტინელის აწყობილი "ბილბაო" უკვე გამართულ მექანიზმს მოგვაგონებს და ესპანეთის ცნობილი სამეულის ("რეალი",
დაპირისპირების (რომლის პირველი ნახევარიც "ატლეტიკს" 2:1 ჰქონდა სტუმრად მოგებული) ბედი უკვე მე-11 წუთზე გადაწყდა, როცა იკერ მუნიაინი საჯარიმოში მიავიწყდათ, ახალგაზრდა გარემარბმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. "სან მამესი" ჯერ კიდევ პირველ გოლს ზეიმობდა, როცა ბურგოსელებს ახლა მარკელ სუსაეტა გაეპარათ - 2:0. მალევე სუსაეტამ მარჯვნიდან ჩააწოდა და მცველმა იონ აურტენეჩემ თავით გაიტანა.
მეორე ტაიმში "მირანდესმა" ერთი გაქვითა, როცა აიტორ ბლანკომ ძელიდან მოედანზე შებრუნებული ბურთი გორკა ირაისოსის კარში მოათავსა. ამის შემდეგ ლორენტეს დრო დადგა, პირველი გოლი განსაკუთრებული იყო, ლორენტე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავზე გადაუგდო. დუბლი ლორენტემ მალევე შეასრულა.
ამით ყველაფერი არ დასრულებულა, იყო ბლანკოს კიდევ ერთი გოლი და სესარ კანედას ავტოგოლი. დასანანია, რომ ვეტერანმა მცველმა, რომელმაც გადაწყვიტა კიდევაც "ესპანიოლთან" დაპირისპირების ბედი, მშობლიური კლუბის წინააღმდეგ (კანედა "ბილბაოს" აღზრდილია) მატჩში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 6:2.
მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ჩვენ ჯერ მიზნისთვის არ მიგვიღწევია - ფინალში გავედით, მაგრამ მთავარი მისი მოგებაა".
ბილბაო-მირანდესი 6:2 (2:1)
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი (73. ი. პერესი), იტურასპე (57. სან ხოსე), დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი (76. დ. ლოპესი).
მირანდესი (4-2-3-1): ნაუსეტი - კარმენდია, კანედა, ბლანკო, რ. გარსია - ირიბასი (46. ბორელი), მარტინსი (68. გარო) - მუხიკა, ლამბარი, ინფანტე - აროიო (46. მუნეტა).
გოლები: 1:0 მუნიაინი (11), 2:0 სუსაეტა (14), 3:0 აურტენეჩე (23), 3:1 ბლანკო (58), 4:1 ფ. ლორენტე (71), 5:1 ფ. ლორენტე (75), 5:2 ბლანკო (86), 6:2 კანედა (88. ს. კ.)
ბარსელონა-ვალენსია 2:0 (1:1)
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (16), 2:0 ჩავი (84)
გაძევება: ფეგული (77.ვალენსია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"