ჩავი: "ვალენსიასთან" თასის ნახევარფინალი ლა ლიგისთვისაც გარდამტეხი იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ქვეყნის თასის ფინალში გასვლით ძალიან კმაყოფილია.

"კოპა დელ რეის" ნახევარფინალის საპასუხო მატჩში პეპ გარდიოლას შეგირდებმა "ვალენსია" 2:0 დაამარცხეს.

"ძალიან კმაყოფილები ვართ, ფინალში გასვლა იოლი არ ყოფილა. მეტოქეს ორივე შეხვედრაში ვჯობდით.

ჩემთვის ეს ნახევარფინალი ეროვნული პირველობისთვის გარდამტეხი ნიშნულია. არავითარ შემთხვევაში არ მივიჩნევთ, რომ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონობისთვის ბრძოლა დავთმეთ", - განაცხადა ჩავიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული