კატალონიელთა თავკაცმა ეს "ვალენსიასთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც ტელიოც მონაწილეობდა.
"ტელიო თავისი თამაშით ლიონელ მესის მაგონებს. ის ძალიან შთამბეჭდავია ფლანგიდან ცენტრალურ ზონაში გადანაცვლებისას და პირიქით. მისი მცველებთან ერთი-ერთზე დატოვება არ შეიძლება.
ამ ყველაფერთან ერთად, ტელიო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, კატალონიელებმა "ღამურები" 2:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.