შეგახსენებთ, რომ "ღამურები" ესპანეთის თასზე, ნახევარფინალის საპასუხო მატჩში კატალონიელებთან 0:2 დამარცხდნენ. "ბარსელონა" ფინალში ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.
"ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ორი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ თითქოს რაღაც გვაკლდა. გოლის გატანის შანსები გვქონდა და ეს კარგია, ხოლო იგივეს საშუალებას მოწინააღმდეგეს რომ ვაძლევდით, არ მომეწონა, მითუმეტეს, როცა ამის თავიდან აცილება შეგვეძლო.
ვიცოდით, რომ "ბარსელონას" დასამარცხებლად იდეალური მატჩის ჩატარება მოგვიწევდა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ", - თქვა ემერმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით