26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 35 მილიონ ევროდაა შეფასებული. მადრიდელები ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.
"სამეფო კლუბის" მხრიდან ფეხბურთელისადმი ინტერესის მიუხედავად, "ქალაქელები" სილვას გუნდში დატოვებას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან, რადგან ესპანელი "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით