მეორესა და მესამეს შორის "საზღვარი" ჯერაც არ ჩამოყალიბებულა საბოლოდ, თუმცა ის სადღაც მე-11 და მე-12 ადგილებს შორის უნდა გადიოდეს.
კიდევ არის ორი გუნდი, რომელიც არც ერთ დაჯგუფებაშია: სასოწარკვეთილი "სარაგოსა" და "ვალენსია", რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს მე-3 ადგილი.
"ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით ჩამორჩება და დიდ გაწამაწიაშია, გარდა იმისა, რომ ქულების დაკარგვა აღარ მართებს ჩემპიონატში, ახლახან წარმატებით დაასრულა
"რეალს" რა უჭირს, სათასო ბატალიებს კარგა ხანია დაემშვიდობა, ლიგის მატჩი კი მხოლოდ 21 თებერვალს უწევს. ამ ტურში "რეალი" შინ "ლევანტეს" მასპინძლობს და შური აქვს საძიებელი პირველ წრეში მარცხისთვის, ხოლო ჩემპიონი "ოსასუნას" უნდა ეწვიოს, "რეინო დე ნავარა" კი არც თუ სტუმართმოყვარე სტადიონია. მოკლედ, აქაც თუ ქულები დაკარგა, "ბლაუგრანა" ჩემპიონობაზე ფიქრს ნელნელა დაეთხოვება.
* * *
პამპლონაში სერხიო ბუსკეტსის თამაში საეჭვოა, ნახევარმცველს "რეალ სოსიედადთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მუხლზე, 15 ნაკერი დაადეს. ბუსკეტსმა უკვე გამოტოვა "ვალენსიასთან" მატჩი და ახლაც საეჭვოა მისი თამაში იმის მიუხედავად, რომ შეუპოვარმა ნახევარმცველმა ბაზაზე ივარჯიშა კიდევაც. საეჭვოა პედროს თამაშიც, მან მუხლი კი მოირჩინა, მაგრამ ფორმაში ვერაა, თავისთავად გამორიცხულია ფონტასის, აფელაის და ვილიას თამაში.
პოზიტიური სიახლე "ბარსაში" ისაა, რომ ანდრეს ინიესტა მწყობრშია, მას "ვალენსიასთან" შეხვედრაში ეპიზოდური როლიც კი ერგო. ვიქტორ ვალდესი დაუბრუნდება ჩემპიონის კარს, რომელიც ხოსე პინტოს შეცვლის.
ხოსე ლუის მენდილიბარს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მასუდ შოჯაეი და კიკე სოლა გუნდთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობენ. ხავიერ კალეხამ და ალვარო სეხუდომ კი დაიწყეს გუნდთან ერთად ვარჯიში. "ოსასუნა", რომელსაც 28 ქულით მე-9 ადგილი უკავია, ცუდ ფორმაშია, ცხრა მატჩია, არ მოუგია. ბოლოს ნავარელებმა 18 დეკემბერს მოიგეს, როცა "ვილიარეალი" დაამარცხეს.
* * *
"რეალი" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც 2012 წელს ქულა არ დაუკარგავს. მოურინიოს გუნდი ტრიუმფით მიიწევს ტიტულისკენ, რომელიც 3 წელიწადია თვალით არ უნახავს.
"რეალი" "ლევანტეს" კვირას ხვდება, ვალენსიური კლუბი ძალიან ცუდ ფორმაშია და პორტუგალიელს დიდი შანსი აქვს სასტიკად დასაჯოს ეს გუნდში პირველი წრისთვის. მოურინიომ "რეალი" დახურულ კარს მიღმა ავარჯიშა. ჟურნალისტთა თქმით, გუნდს ანხელ დი მარიასა და სამი ხედირას შემდეგ, მარსელოც უბრუნდება. თითქმის ორი კვირაა ბრაზილიელი მცველი ლაზარეთში იმყოფებოდა, მისი თამაში "ლევანტესთან" მაინც საეჭვოა.
* * *
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" დღეს კანტაბრიას სტუმრობს და ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "რასინგს" დაუპირისპირდება. მადრიდელებს ბოლო 5 მატჩია არ წაუგიათ. წინა ტურში "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა "ლევანტესთან" დაპირისპირებაში, მაგრამ "ვილიარეალის" გამარჯვების შემდეგ, გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.
ხუანხო გონსალესის გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმამოშუშებული ტონიო და სისმა, ფრანსისის თYამაში კი საეჭვოა. ახალწვეული ხუმა ბაბაკარი ჯერ კიდევ ეჩვევა "რასინგს", ცოტას ვარჯიშობს, ამიტომაც ძნელი წარმოსადგენია, მას თამაშის შანსი მისცენ.
"ატლეტიკო" "ელ სარდინიეროს" უჩვეულო რეკორდით ეწვევა, რაც გუნდის თავკაცი დიეგო სიმეონეა, "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია. მოკლედ, პირველი, რაც გააკეთა არგენტინელმა ისაა, რომ დაცვის ხაზი დაალაგა. მაგრამ "რასინგთან" გადაადგილებები ამ ხაზში აუცილებლად იქნება, ბრაზილიელი მირანდა დისკვალიფიცირებულია. "ლოს როხიბლანკოსს" არ ეყოლება ტრავმირებული ანტონიო ლოპესი, საეჭვოა პორტუგალიელი სილვიოს თამაშიც. "ატლეტიკოს" მიზნამდე, ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე, ორი ქულაღა აშორებს.
* * *
დღეს კიდევ ერთი თამაშია - ანდალუსიურ-ბასკური დაპირისპირება - "ბეტისი" თასის ფინალისტ "ბილბაოს" მასპინძლობს, რომელიც გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და რომლის ფორვარდი ფერნანდო ლორენტე 2012 წელს შესაშურ ფორმაშია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
* * *
სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ მცირე მადრიდულ დერბის - "რაიო ვალეკანო" "ხეტაფეს" წინააღმდეგ. სხვათა შორის, ორივე გუნდი ყოჩაღად გამოდის, ცხრილის შუაშია.
მიჩელის დებიუტი "სევილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორშაბათს შედგება, ანდალუსიელები "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადს" ესტუმრებიან. კვირას მესამეადგილოსანი "ვალენსია", რომელსაც სამეფო თასის მოპოვების შანსი გადაეწურა, "სპორტინგს" მიიღებს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ერთი მოცილე "ესპანიოლი" წყალწაღებულ "სარაგოსას" მიიღებს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური
დღეს
რასინგი-ატლეტიკო 21:30
ტრავმა: ა. ლოპესი, ასუნსაო, მირანდა (?) (ატლეტიკო)
ოსასუნა-ბარსელონა 23:00
ტრავმა: რუბენი, ეჩაიდე, როვერსიო, მასუდი, სოლა - კეიტა, აფელაი, ფონტასი, ვილია, ბუსკეტსი (?)
ბეტისი-ბილბაო 01:00
დისკვალიფიკაცია: მარიო - ანდერი
ტრავმა: ამაია, ვადილიო - ოსიო, კასტილიო, გაბილონდო, გურპეგი
ხვალ
ესპანიოლი-სარაგოსა 15:00
დისკვალიფიკაცია: პარედესი (სარაგოსა)
ტრავმა: პანდიანი, ს. გარსია, მატიონი, ალვარესი (?), მარკესი, ალბინი (?) - ტომასი (?), არანდა
მალაგა-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: დემიკელისი - რამისი, მარტი, ვიქტორი
ტრავმა: ბაპტიშტა, რუბენი (?), ხოაკინი (?), ნისტელროი (?) - სენდროსი, ლაკრუსი
რაიო ვალეკანო-ხეტაფე 19:00
დისკვალიფიკაცია: მიჩუ - მასილელა
ტრავმა: ხიმენესი, ტრაშორასი, ტამუდო - ლოპესი, პედრო ლეონი (?)
ვალენსია-სპორტინგი 21:00
დისკვალიფიკაცია: რუისი (ვალენსია)
ტრავმა: კანალესი - ერნანდესი, ბოტია (?)
ვილიარეალი-გრანადა 22:45
დისკვალიფიკაცია: გონსალო, ბრუნო, ორიოლი - იებდა
ტრავმა: კატალა, ვაკასო, როსი - რობერტო (?)
რეალი-ლევანტე 00:30
დისკვალიფიკაცია: ტორესი (ლევანტე)
ტრავმა: ალთინტოპი, მარსელო (?) - იბორა, ხუანფრანი (?), ხუანლუ, ხესუს ნავასი, ბარკერო
ზეგ
რეალ სოსიედადი-სევილია 00:00
დისკვალიფიკაცია: ესკუდე (სევილია)
ტრავმა: ელუსტონდო, ზურუტუზა - ლუნა, პეროტი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 21 18 1 2 71-19 55
2. ბარსელონა 21 14 6 1 61-13 48
3. ვალენსია 21 10 7 4 32-23 37
4. ლევანტე 21 9 5 7 27-25 32
5. ესპანიოლი 21 9 5 7 25-24 32
6. ბილბაო 21 7 9 5 33-28 30
7. ატლეტიკო 21 8 6 7 32-28 30
8. მალაგა 21 8 4 9 25-31 28
9. ოსასუნა 21 6 10 5 23-33 28
10. ხეტაფე 21 7 6 8 22-27 27
11. სევილია 21 6 8 7 22-24 26
12. ვალეკანო 21 7 4 10 25-32 25
13. მალიორკა 21 6 7 8 18-25 25
14. გრანადა 21 7 4 10 16-28 25
15. სოსიედადი 21 6 6 9 23-30 24
16. ბეტისი 21 7 2 12 23-30 23
17. ვილიარეალი 21 5 8 8 20-29 23
18. რასინგი 21 4 10 7 18-26 22
19. სპორტინგი 21 5 4 12 20-39 19
20. სარაგოსა 21 2 6 13 16-38 12
ბომბარდირები
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"