მოგეხსენებათ, საზაფხულო ბაზარზე "ბარსა" ერთი ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს, თუმცა იტოვებს ასეთ ვარიანტსაც, როცა პრობლემა ადგილობრივი კადრით გვარდება.
მუნიესას პირველ გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა, როცა ის 17 წლის იყო. თუმცა დებიუტი ახალბედას ჩაუმწარდა, მსაჯმა მას წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"