ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონამ" ბრძოლა უნდა გააგრძელოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა "ოსასუნასთან" (2:3) დამარცხების შემდეგ ხელების ჩამოყრას არ აპირებს.

კატალონიელები მადრიდის "რეალს" შვიდი ქულით ჩამორჩებიან, ამასთან "სამეფო კლუბს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"რეალს" მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით და ვფიქრობ, ეს ჩამორჩენა გაიზრდება მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ მატჩს ჩაატარებენ. ახლა ისღა გვრჩება, დარჩენილი მატჩები რაც შეიძლება კარგად ჩავატაროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

უნდა ვაღიარო, რომ პირველ ტაიმში "ოსასუნა" გვჯობდა. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და არ მესმის, რატომ არ ვითამაშეთ მსგავსად პირველ ტაიმში. "ოსასუნას" კი უნდა მივულოცო", - განაცხადა
გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული