სანტა კრუსი ვალენსიაში ითამაშებს

AutoSharing Option
"ვალენსია" "მანჩესტერ სიტიდან" პარაგვაელი ფორვარდის როკე სანტა კრუსის იჯარის წესით აყვანას აპირებს, თუმცა ეს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ვერაფრით მოხერხდება. უნაი ემერის სურს შემტევთა დუეტის: არიც ადურისისა და რობერტო სოლდადოს კიდევ ერთი ალტერნატივა ჰყავდეს, როცა რომელიმე ტრავმის ან ფორმაში არყოფნის გამო ვერ ითამაშებს. ამ მხრივ უნაი ემერი სანტა კრუსს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ სანტა კრუსს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტრანსფერი ჩაეშალა და იძულებით დარჩა "მანჩესტერ სიტიში", სადაც მას განაცხადშიც არ უპირებენ შეყვანას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული