პორტუაგალიელმა ფეხბურთელმა შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა.
"სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია. ასე რომ, მოდუნება არ შეიძლება.
ძალიან სასიხარულოა, რომ გულშემატკივრები ჩემს სახელს გაჰყვიროდნენ. შორი მანძილიდან გატანილი გოლის შემდეგ, მოურინიოსთან და დანარჩენ მწვრთნელებთან მივირბინე, რათა წარმატება მათთან ერთად მეზეიმა.
ჩემი გოლები "რეალის" წარმატებას ემსახურება", - განაცხადა რონალდომ.